საქართველოს მოსაზღვრე ქვეყნების ნაწილი ნავთობს მოიპოვებს, მის საექსპორტოდ გააქვს და შესაბამის შემოსავალსაც იღებს, ზოგიერთი მათგანის ეკონომიკა კი ვაჭრობაზე დგას.
ჩვენს ქვეყანას შავი ოქროსგან მოგება არ აქვს, შესაბამისად სხვა სფეროებზეა ორიენტირებული. "საქსტატის" მონაცემების მიხედვით, 2016 წელს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი 2,6%-ით გაიზარდა, ინფლაციის დონე კი ამჟამად დაახლოებით, 6,1%-ია.
Allnews.ge დაინტერესდა, როგორია მეზობელი ქვეყნების ეკონომიკური მდგომარეობა და შემოსავლები, რის შესახებაც ეკონომისტ ემზარ ჯგერენაიას გავესაუბრეთ და "მსოფლიო ბანკისა" და "აზიის განვითარების ბანკის" კვლევებს გავეცანით. ეკონომისტის თქმით, მეზობელი ქვეყნების ეკონომიკური მდგომარეობა სახარბიელო არ არის. რაც შეეხება ბანკებს, მათი შეფასებით, ქვეყნები რთულ ფინანსური მდგომარეობის დაძლევას ნელ-ნელა ახერხებენ. ჩვენ სომხეთის, რუსეთის, თურქეთისა და აზერბაიჯანის ეკონომიკის შესახებ ინფორმაციას გთავაზობთ:
სომხეთის ეკონომიკა ძირითადად ტრანსფერებზე დგას, რომელსაც რუსეთიდან და სომეხი ბიზნესმენებისგან იღებენ, რომლებიც საქმიანობას უცხოეთში ეწევიან. "აქ დიასპორას დიდი წვლილი მიუძღვის და ბუნებრივია, სომხეთის ეკონომიკაში დიდ როლს რუსეთის ბაზარი თამაშობს, სომხეთში მოსახლეობას მძიმე ეკონომიკური პრობლემები აქვს,"- განმარტავს ჯგერენაია.
სომხეთის ეკონომიკა, 2016 წელს დაახლოებით, 0,2%-ით გაიზარდა, რაც 2015 წელს კი 0,3%-იანი ზრდა დაფიქსირდა. "აზიის განვითარების ბანკის" ინფორმაციით, 2017 წელს ხელისუფლება მთლიანი შიდა პროდუქტის 2,2%-ით, ხოლო 2018 წელს 2,5%-ით ზრდას გეგმავს. "სომხეთის გეგმები ინფლაციის დაბალ მაჩვენებელსა (დაგეგმილია 1,2%) და მიმდინარე ფინანსური მდგომარეობის დაბალანსებას უკავშირდება. ქვეყანა ორინტირებული საექსპორტო პროდუქციის წარმოებასა და ინოვაციებზე უნდა იყოს," - ნათქვამია ბანკის კვლევაში.
აღსანიშნავია, რომ ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა 2012 წლიდან, გასული წლის ჩათვლით, მნიშვნელოვნად შემცირდა და 7,2%-დან 0,2%-მდე დაეცა, რაც უკვე 2016 წლის მაჩვენებელია, შესაბამისად, ქვეყანა შეიძლება რეგიონის ერთ-ერთ ყველაზე მცირე ეკონომიკის მქონე სახელმწიფოდ დასახელდეს.
ემზარ ჯგერენაიას შეფასებით, აზერბაიჯანის ეკონომიკამ, ბოლო პერიოდში მეტნაკლებად "ამოისუნთქა". მიზეზი ნავთობია, რომელიც ქვეყანის ძირითადი შემოსავლის წყაროა, მისმა ფასმა კი ბოლო პერიოდში საგრძნობლად მოიმატა. განაგრძეთ კითხვა