ამერიკული კომპანია Johnson & Johnson 110 მილიონ აშშ დოლარს გადაუხდის კომპენსაციის სახით ქალს, რომელმაც კომპანიას სასამართლოში უჩივლა და ბრალი დასდო, რომ "ჯონსონის" პროდუქციის მოხმარების შემდეგ კიბოთი დაავადდა.
გადაწყვეტილება მისურის შტატის ნაფიცმსაჯულთა სასამართლომ გამოიტანა.
ვირჯინიის შტატის 62 წლის მცხოვრებმა, ლუის სლემპმა თავის სარჩელში განაცხადა, რომ მას შემდეგ გაუჩნდა კიბო, რაც 40 წლის განმავლობში კომპანიის საბავშვო ტალკს იყენებდა. 2012 წელს ექიმებმა ქალბატონს საკვერცხეს კიბოს დიაგნოზი დაუსვეს.
Johnson & Johnson-ის ტალკის მიმწოდებელი კომპანია Imerys Talc America იყო. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ამ კომპანიამ მოსარჩლეს 105 ათასი აშშ დოლარი უნდა გადაუხადოს.
Johnson & Johnson სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.