პარასკევს განხორციელებული მსშტაბური კიბერშეტევის შედეგად, 150 ქვეყნის 200 ათასი ობიექტი დაზარალდა.
აღნიშნული განცხადება ევროპოლის დირექტორმა რობ ვეინრაითმა გუშინ გააკეთა.
ბრიტანულ ITV-თან საუბარში ევროპოლის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ მსოფლიო მზარდი საფრთხის წინაშეა. ვეინრაითმა არ გამორიცხა, რომ ორშაბათს შესაძლოა კიდევ უფრო მასშტაბური კიბერთავდასხმა განხორციელდეს.
ვირუსმა, რომელიც პარასკევს გავრცელდა, მომხმარებელთა ფაილებზე კონტროლი მოიპოვა. ყველაზე მეტად დაზარალებულ ქვეყნებს შორის რუსეთი და გაერთიანებული სამეფო აღმოჩნდნენ.
უსაფრთხოების ექსპერტებმა განაცხადეს, რომ შემდგომი თავდასხმა გარდაუვალია და ვერ შეაჩერებენ.