შრომის ინსპექცია შექმნილია, შესაძლოა გასააქტიურებელიც იყოს , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ტყიბულში ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც უბედური შემთხვევის შედეგად დაღუპული მეშახტეების ოჯახებს მიუსამძიმრა.
”მინდა მივუსამძიმრო დაღუპულთა ოჯახებს, ახლობლებს. ძალიან მძიმე ტრაგედია მოხდა. ბუნებრივია, ჩვენ ყველა შეგვძრა ამ ტრაგედიამ.
რაც შეეხება შრომის უსაფრთხოების საკითხებს, შრომის ინსპექცია შექმნილია, შესაძლოა გასააქტიურებელიც იყოს.
ამ კონკრეტულ შემთხვევაში საქმე ეხება ტექნიკური ზედამხედველობის საკითხებს და ეს საკითხებიც განსაკუთრებულ კონტროლზეა აყვანილი”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.