იაპონური კომპანია Hitachi-ს სერვერი ვირუსული პროგრამა WanaCrypt0r 2.0-ის გამოყენებით კიბერშეტევების ობიექტი გახდა. აღნიშნულის შესახებ იაპონური ტელეკომპანია NHK იუწყება.
კიბერშეტევები კომპანიის ელექტრონული ფოსტის სერვერებზე განხორციელდა, რამაც ელექტრონული ფოსტის გაგზავნისა და მიღების პრობლემები გამოიწვია. გავრცელებული ინფორმაციით, მსგავსი პრობლემები კომპანიის საზღვარგარეთ მდებარე ფილიალებშიც აღინიშნება.
12 მაისს გლობალური მასშტაბით საავადმყოფოები, მსხვილი კომპანიები და სამთავრობო უწყებები მასიური კიბერშეტევების ობიექტები გახდნენ. კიბერუსაფრთხოების ფირმა Avast-მა მსოფლიოს 99 ქვეყანაში 75 000 კიბერშეტევა გამოავლინა.
ჰაკერების მიერ გამოყენებული პროგრამა „WannaCry“ დავირუსებულ კომპიუტერზე ყველა ფაილების ფუნქციონალურ შესაძლებლობებს ზღუდავს და კომპიუტერის ადმინისტრატორს წვდომის აღსადგენად თანხის გადახდას სთხოვს.