NDI-ის გამოკითხულთა 63% თავს დასაქმებულად არ თვლის. გამოკითხვაში მონაწილეთა 37% კი თავს დასაქმებულად მიიჩნევს.
NDI-ის 2017 წლის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა იმ 63%-დან, რომელიც ამბობს, რომ დასაქმებულად არ მიიჩნევს თავს, 37% უმუშევარია და ეძებს სამსახურს; 24% პენსიონერია და სამსახურის ძებნით არ არის დაინტერესებული; 13% დიასახლისია; 9% - უმუშევარია და დაინტერესებულია სამსახურის პოვნით, თუმცა ამ ეტაპზე არ ეძებს სამუშაოს; 7% - უმუშევარია და არ არის დაინტერესებული სამსახურის პოვნით (დიასახლისის გარდა); 5%- სტუდენტია; 2 % - პენსიონერია და ეძებს სამსახურს; 2%-ის თქმით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია; ხოლო 1% პენსიონერია და დაინტერესებულია სამსახურის პოვნით, მაგრამ ამ ეტაპზე არ ეძებს სამსახურს.
NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 7-28 აპრილს, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) 2 493 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა. კვლევის საშუალო ცდომილების ზღვარი ±2,7%-ია.
NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას CRRC-საქართველო ატარებს.