NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულები ყველაზე დადებითად ჯანდაცვის სამინისტროს საქმიანობას აფასებს

NDI-ის მიერ დღეს გამოქვეყნებულ კვლევაში სამინისტროების საქმიანობაცაა შეფასებული. სამინისტროები რამდენიმე კრიტერიუმით შეფასდა.

კითხვაზე “თუ როგორ შეაფასებდით სამინისტროების საქმიანობას”, შედეგები ასე გადანაწილდა: ჯანდაცვის სამინისტრო - ძალიან კარგად 9%, კარგად - 34% - საშუალოდ 36%, ცუდად - 10%, ძალიან ცუდად - 2%, არ ვიცი - 8%;

იუსტიციის სამინისტრო - ძალიან კარგად 4%, კარგად - 29%, საშუალოდ - 40%, ცუდად - 13%, ძალიან ცუდად 2%, არ ვიცი 12%;

თავდაცვის სამინისტრო - ძალიან კარგად 2%, კარგად - 21%, საშუალოდ 42%, ცუდად 12%, ძალიან ცუდად - 2%, არ ვიცი - 20%, უარი პასუხზე - 1%;

ენერგეტიკის სამინისტრო - ძალიან კარგად 3%, კარგად - 26%, საშუალოდ - 40%, ცუდად - 19%, ძალიან ცუდად 4%, არ ვიცი 8%.

განათლების სამინისტრო - ძალიან კარგად 3%, კარგად - 24%, საშუალოდ - 40%, ცუდად - 16%, ძალიან ცუდად - 5%, არ ვიცი - 12%;

შსს - ძალიან კარგად 1%, კარგად - 19%, საშუალოდ - 44%, ცუდად - 15%, ძალიან ცუდად - 3%, არ ვიცი - 17%;

ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი - ძალიან კარგად 1%, კარგად - 13%, საშუალოდ - 42%, ცუდად - 9%, ძალიან ცუდად - 1%, არ ვიცი - 33%, უარი პასუხზე - 1%;

საგარეო საქმეთა სამინისტრო - ძალიან კარგად 1%, კარგად - 17%, საშუალოდ - 44%, ცუდად - 13%, ძალიან ცუდად - 2%, არ ვიცი - 23%; უარი პასუხზე - 1%;

ინფრასტრუქტურის სამინისტრო - ძალიან კარგად 1%, კარგად - 10%, საშუალოდ - 42%, ცუდად - 15%, ძალიან ცუდად - 3%, არ ვიცი - 29%;

დევნილთა სამინისტრო - ძალიან კარგად 1%, კარგად - 14%, საშუალოდ - 42%, ცუდად - 19%, ძალიან ცუდად - 4%, არ ვიცი - 21%;

სოფლის მეურნეობის სამინისტრო - ძალიან კარგად 1%, კარგად - 12%, საშუალოდ - 40%, ცუდად - 22%, ძალიან ცუდად - 5%, არ ვიცი - 20%;

ეკონომიკის სამინისტრო - ძალიან კარგად 1%, კარგად - 8%, საშუალოდ - 41%, ცუდად - 20%, ძალიან ცუდად - 4%, არ ვიცი - 24%; უარი პასუხზე -1 %;

ფინანსთა სამინისტრო - ძალიან კარგად 0%, კარგად - 9%, საშუალოდ - 39%, ცუდად - 23%, ძალიან ცუდად - 5%, არ ვიცი - 24%; უარი პასუხზე 1%.