NDI-ის გამოკითხულთა 58%-ის თქმით, იციან, რომ საქართველოს მთავრობამ რუსულ კომპანია „გაზპრომთან“ ახალ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.
ამათგან 39% მიიჩნევს, რომ „გაზპრომსა“ და საქართველოს მთავრობას შორის დადებული ხელშეკრულება კომერციული შეთანხმებაა, რომელსაც ქვეყნისთვის პოლიტიკური შედეგები ექნება. კვლევაში მონაწილეთა 27% თვლის, რომ „გაზპრომსა“ და საქართველოს მთავრობას შორის დადებული ეს ხელშეკრულება კომერციული შეთანხმებაა, რომელსაც ქვეყნისთვის პოლიტიკური შედეგი არ ექნება; 8% არცერთ პასუხს არ ეთანხმება; ხოლო 26% აცხადებს, რომ კითხვაზე პასუხი არ იცის.
გამოკითხულთა 36% აცხადებს, რომ არ იცის ამ ხელშეკრულების შესახებ; ხოლო - 7%-ს კითხვაზე პასუხი არ აქვს.
გამოკითხულთა იმ 58%-დან, რომელთაც „გაზპრომთან“ ახალი ხელშეკრულების გაფორმების შესახებ იცის, 78% აცხადებს, რომ ხელშკრულების შესახებ საკმარისი ინფორმაცია არ აქვს; 18%-ის თქმით, ხელშეკრულებაზე საკმარის ინფორმაციას ფლობს; 4%-მა კი არ იცის, აქვს თუ არა საკმარისი ინფორმაცია ამ ხელშეკრულების შესახებ.
კვლევის საველე სამუშაოები 7-28 აპრილის პერიოდში ჩატარდა. მის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) 2,493 რესპონდენტი გამოიკითხა.
საშუალო ცდომილების ზღვარი+/-2,7%-ია.