აუდიტის სამსახურის ფინანსურ საქმიანობაში რაიმე სერიოზული დარღვევა არ იკვეთება, თუმცა როგორც ყოველთვის, რაღაც წვრილმანი საკითხები არის , - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ პაატა კვიჟინაძემ განუცხადა, რომელიც აუდიტის სამსახურის ფინანსური აუდიტის განმახორციელებელ დროებით კომისიას ხელმძღვანელობს.
კვიჟინაძის ინფორმაციით, პარლამენტის დროებითი კომისია დასკვნას ერთ თვეში მოამზადებს.
ამასთან, დეპუტატის განმარტებით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ფინანსური საქმიანობის შესწავლის მიზნით დროებითმა კომისიამ აიყვანა სამუშაო ჯგუფი, რომელიც არის მსოფლიოს დიდ ათეულში შემავალი კომპანია - “ნექსია“.