საფინანსო კომპანია „საქართველოს“ მიერ დაზარალებულები პარლამენტისგან მათი საქმის შემსწავლელი სპეციალური ჯგუფის შექმნას მოითხოვენ

პარლამენტის შენობასთან საფინანსო კომპანია „საქართველოს” მიერ დაზარალებულები არიან შეკრებილი. აქციის მონაწილეები პარლამენტისგან სპეციალური ჯგუფის შექმნას ითხოვენ, რომელიც შპს “საქართველოსთან” დაკავშირებულ საქმეს შეისწავლის.

როგორც დაზარალებული მეანაბრეები აცხადებენ, კომპანიის დირექტორის და დამფუძნებლის დაკავება საკმარისი არ არის, რადგან იკვეთება, რომ ადგილი ჰქონდა სისტემურ პრობლემას და სისტემურ დანაშაულს.

მეანაბრეების განცხადებით, პარლამენტის კომისიამ უნდა დაადგინოს სისტემური დანაშაულის არსებობა, რის შემდეგაც მოხდება ზარალის ანაზღაურება.

აქციაზე ისიც აღინიშნა, რომ უკვე გარდაიცვალა 12 მეანაბრე და აქედან ერთ-ერთმა მეანაბრემ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.