ნავთობის ფასმა სამი კვირის განმავლობაში მაქსიმუმს მიაღწია და ბარელზე 52 დოლარს გადააჭარბა.
"როიტერის" ინფორმაციით, "ბრენტის" მარკის ნავთობზე ფასი ბარელზე 52,38 დოლარამდე გაიზარდა, აშშ-ის ნედლი ნავთობის ფასი კი 1,48 დოლარით გაიზარდა და ბარელზე 49,32 დოლარი შეადგინა.
ანალიტიკოსთა თქმით, ამის მიზეზი ტოპ ექსპორტიორების - საუდის არაბეთისა და რუსეთის, განცხადება გახდა, რომლის მიხედვით მიწოდების შეჩერება 2018 წლამდე გასტანს. ეს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება OPEC-ის ხელშეკრულებას, რომლის თანახმად, ნავთობის მიწოდების შეჩერება 6 თვეს უნდა გაგრძელებულიყო.
ორივე ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრებმა ასევე აღნიშნეს, რომ მსგავსი სიტუაცია 9 თვეს ანუ 2018 წლის მარტამდე გასტანს.
აღსანიშნავია, რომ OPEC, რუსეთი და სხვა მიმწოდებლები თავდაპირველად მიწოდების ყოველდღიურად 1.8 მილიონი ბარელით შეჩერებაზე შეთანხმდნენ.