აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკის (ასბ) რესტრუქტურიზაცია ბანკის მოსკოვისა და თბილისის ფილიალების სამსახურს არ შეაფერხებს.
განცხადებას ამის თაობაზე აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი ავრცელებს.
„ასბ-მოსკოვსა“ და „ასბ-საქართველოს“ არ გააჩნიათ გარე ვალდებულებები. ეს ბანკები საქმიანობას საქართველოსა და რუსეთის მხრიდან გაცემული ლიცენზიის საფუძველზე ახორციელებენ და ეხმაურებიან ამ ქვეყნების ცენტრალური ბანკების მიერ დაწესებულ ყველა ნორმატვს“, - ნათქვამია ასბ-ის განცხადებაში.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „ასბ მოსკოვი“ და „ასბ საქართველო“ უნივერსალური ბაკნები არიან და თავიანთ ქვეყანაში წამყვანი პოზიციები უკავიათ საკრედიტო-საფინანსო სექტორში.
„ასბ მოსკოვი“ და „ასბ საქართველო“ წარმატებულად ასრულებენ თავიან მოვალეობებს კლიენტების მიმართ და ინარჩუნებენ გრძელვადიან საქმიან რეპუტაციას თავიანთი ქვეყნების საფინანსო ბაზარზე“, - ნათქვამია ასბ-ის განცხადებაში.
The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკმა (ასბ) ნიუ იორკის სასამართლოში გაკოტრების შესახებ განცხადება შეიტანა და სასამართლოს 3,34 მილიარდი დოლარის ოდენობის საგარეო ვალის რესტრუქტურიზაციის პროცესში მხარდაჭერისთვის მიმართა.
აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკის აქციების საკონტროლო პაკეტი ქვეყნის მთავრობას ეკუთვნის. ბანკი 1992 წლიდან არის ბაზარზე და აზერბაიჯანის ორი სახელმწიფო ბანკიდან ერთ-ერთია.
2007 წლიდან აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი საქართველოში „აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი - საქართველოს“ სახელით ახორციელებს საბანკო საქმიანობას. ბანკი "ასბ - საქართველოს" საქმიანობის ძირითად მიზანს წარმოადგენს აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომი მრავალმხრივი გაღრმავების ხელშეწყობა, აზერბაიჯანულ-ქართული თანამშრომლობის პოტენციური მონაწილე კომპანიების მხარდაჭერით.