საერთაშორისო ბრენდები საქართველოში მოდიან

ამიერკავკასიის პირველ საერთაშორისო ფრანჩიზულ გამოფენაზე BUYBRAND Transcaucasia, რომელიც თბილისში 2-3 ივნისს გაიმართება, 30-ზე მეტი ფრანჩიზული ბრენდი იქნება წარმოდგენილი.

კვების ისეთმა ბრენდებმა, როგორიც არის Shokoladnitsa, Baskin Robbins, Coffee House, Shikari, Il Patio, Papa John’s, ასევე ფიტნეს-ცენტრების ქსელმა FIT, სამედიცინო ლაბორატორიების ქსელმა INVITRO და Gemotest, სასტუმროების საერთაშორისო ქსელმა Best Western უკვე გამოხატეს თავიანთი დაინტერესება ამიერკავკასიის ბაზრით. ინვესტიციების დიაპაზონი 5 000 აშშ დოლარიდან 600 000 აშშ დოლარამდე ვარირებს.

საქართველოში ტურისტთა ნაკადის ბაზრის გათვალისწინებით (რუსეთიდან და ევროკავშირიდან ნაკადის ზრდა შეადგენს 6-8%-ს წელიწადში), მოსალოდნელია, რომ სასტუმროების, რესტორნებისა და კაფეების ფრანჩიზას სექტორზე მაღალი მოთხოვნა იქნება. საქართველოში კვების სექტორში ბრუნვა დაახლოებით 512 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. სასტუმროების, რესტორნებისა და კაფეების სექტორში ინვესტიციებმა შესაძლოა შემოსავალი საქართველოში წელიწადში 20%-ით გაზარდონ. bpn

სასტუმროების ამერიკული ქსელის Best Western-ის საერთაშორისო განვითარების დეპარტამენტის დირექტორის კარლ დე ლეისის თქმით, კომპანია საქართველოში ფრანჩიზის მეშვეობით 12-15 სასტუმროს გახსნას გეგმავს. რუსეთში ყველაზე მსხვილი კერძო სამედიცინო კომპანია INVITRO საქართველოში 2020 წლისთვის სულ მცირე 17 სამედიცინო ცენტრის გახსნას აპირებს. მსოფლიოში პიცერიების ერთ-ერთი უმსხვილესი ქსელი Papa John’s ასევე დაინტერესებულია ამიერკავკასიის ბაზრებზე შესვლით. კომპანიის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ პარტნიორებს ეძებენ, ვისაც სურთ საქართველოში სულ მცირე 12 პიცერიის გახსნა.

მსოფლიოში ცნობილი ნაყინის ქსელი Baskin Robbins საქართველოში ადგილობრივი ქსელის განვითარებას გეგმავს და თბილისში, ბათუმში და ქობულეთში დაახლოებით 20 ქსელის გახსნას.

„შოკოლადნიცას“ ჯგუფის მენეჯერის მაქსიმ ტრუბნიკოვის განცხადებით, რესტორნების ბაზრის მოცულობა საქართველოში, სომხეთში და აზერბაიჯანში საშუალებას იძლევა წელიწადში 8-10 კაფეს გახსნისთვის შემდეგი 5-7 წლის განმავლობაში. ასეთი ფორმატის კაფეები, სადაც საშუალო ანგარიში 10 აშშ დოლარს შეადგენს, ძალიან პოპულარულია. „დიდი ყურადღება ეთმობა მცირე და საშუალო ბიზნესს ამიერკავკასიის ქვეყნებში. ამავდროულად, ფრანშიზული ბიზნესის იდეა საკმაოდ ახალია რეგიონისთვის. ამიტომაც საგანმანთლებლო ბიზნეს ფორუმი გამოფენასთან ერთად გაიმართება. ეს საშუალებას მისცემს მეწარმეებს, გაიგონ ამ ბიზნესის დეტალები“, - განაცხადა ეკატერინე სოიაკმა, გამოფენის ორგანიზატორმა.

bpn