საქართველოში პოლიეთილენის გადამუშავება დაიწყო

საქართველოში პოლიეთილენის გადამუშავება და მეორადი პროდუქციის წარმოება დაიწყო.

კომპანია „თელა პლასტი, “ რომელიც ცოტა ხნის წინ დაფუძნდა, თბილისში, სამგორის რაიონში მდებარეობს. კომპანიაში ამ ეტაპზე შვიდი ადამიანია დასაქმებული. „თელა პლასტში“ მიმდინარე საწარმოო პროცესსა და სამომავლო გეგმებზე „ბიზნესპრესნიუსი“ კომპანიის დირექტორს, ლევან ბიწაძეს ესაუბრა.

bpn„თელა პლასტი რამდენიმე თვის წინ, “აა პლასტის” ბაზაზე ჩამოყალიბდა. “აა პლასტი” ქართულ ბაზარზე 2007 წლიდან არსებობს და ქვეყანაში პოლიეთილენის უმსხვილესი მწარმოებელია. კომპანია პროდუქციით ამარაგებს დიდ სუპერმარკეტებს და აფთიაქებს.

უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში პოლიეთილენის მზა პროდუქციის იმპორტი ბოლო წლებში მნიშვნელოვნად შემცირდა. ჩვენ ნამდვილად გვაქვს რესურსი, რომ ადგილობრივი ბაზარი ავითვისოთ“ - აღნიშნა ლევან ბიწაძემ.

როგორია კომპანიის თვიური წარმადობა?

სრული დატვიერთის შემთხვევაში „აა პლასტს“ 400 ტონა მზა პროდუქციის წარმოება შეუძლია, თუმცა ამ ეტაპზე თვეში 120-150 ტონაზე ვმუშაობთ. ბაზრის შესწავლამ გვაჩვენა, რომ bpnსაქართველოში აგრარული სექტორისთვის საჭირო სასათბურე ფირის 80% და პოლიეთილენის სხვა სახეობების 60% „აა პლასტის“ მიერ იწარმოება. მოთხოვნას მაღალი ხარისხი განაპირობებს. მოგესხენებათ, დღესდღეობით შესაფუთ მასალაზე აუცილებლად უნდა იყოს დატანილი მომხმარებლისთვის საჭირო ინფორმაცია, რისთვისაც ღრმა ბეჭდვაა აუცილებელი. ჩვენ ღრმა ბეჭდვას იტალიური დანადგარებით ვახორციელებთ.

რაც შეეხება „თელა პლასტს“, მისი მასშტაბები, რა თქმა უნდა, შედარებით მცირეა, აქ თვეში 14-15 ტონა პოლიეთილენი იწარმოება. „აა პლასტი“ მაღალი ხარისხის პროდუქციის წარმოებაზეა ორიენტირებული. გვაქვს შესაბამისი დანადგარები. „თელა პლასტში“ კი ძირითადად, მეორადი მასალის გადამუშავების შედეგად იწარმოება პროდუქტი. ნაგვის ცელოფნები, ძირს დასაფენი სასათბურე პოლიეთილენი და ასე შემდეგ.

bpnგადასამუშავებლად საჭირო ნედლეულით მომარაგება როგორ ხდება?

„თელა პლასტის“ ნედლეულით მომმარაგებელია ძირითადად „აა პლასტი.“ თუმცა, ახლო მომავალში, კომპანიის ბაზაზე გაიხსნება ჩამბარებელი პუნქტი, სადაც ნებისმიერ ადამიანს ექნება შესაძლებლობა მისთვის გამოუსადეგარი პოლიეთილენი მოიტანოს. ერთ კილოგრამს საშუალოდ 80 თეთრად ჩავიბარებთ. ეს ბიზნესისთვისაც ხელშემწყობი იქნება და გარემოსთვისაც, რადგან ჰაერში გაფანტული პოლიეთილენი ეკოლოგიას მნიშვნელოვნად აზიანებს. მისი გადამუშავებით კი ახალი მზა პროდუქციის მიღება იქნება შესაძლებელი.

როგორია „თელა პლასტის“ სამომავლო გეგმები?

პირველ რიგში, რა თქმა უნდა წარმოების გაზრდაზე ვფიქრობთ. მომავალ წელს „თელა პლასტის“ თვიური წარმადობა, ჩვენი ვარაუდით მინიმუმ უნდა გაოთხმაგდეს. ცოტა ხნის წინ „თიბისი ბანკის“ სტარტაპ პროგრამით ვისარგევლეთ, ავიღეთ სესხი, რომლითაც შევიძინეთ დამატებით საჭირო დანადგარები, რაც პროდუქციის გადასამუშაველად არის საჭირო. ახალი აპარატურის შემოტანა კიდევ იგეგმება.

ქრისტინე გამთენაძე

“სტარტაპერი #გვეამაყები

ფოტოები: ADvan/ედვენი