მიმდინარე წლის აპრილში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 105.8 მილიონი ამერიკული დოლარი, ანუ 255.7 მილიონი ლარი შეადგინა.
ეროვნული ბანკის ცნობით, ეს მონაცემი 2016 წლის აპრილის ანალოგიურ მაჩვენებელზე 11.6%-ით ანუ 11.0 მილიონი დოლარით მეტია.
ეროვნული ბანკის ცნობით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 92.8% იმ 14 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ აპრილში 1 მილიონ დოლარს გადააჭარბა. იმავე 14 ქვეყანაზე გასული წლის აპრილში მთელი ფულადი გზავნილების 92.3% მოდიოდა.
იმ ქვეყნების ექვსეული კი, საიდანაც საქართველოში წინა თვეში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი შემოვიდა, ასე გამოიყურება: რუსეთი - 35.4 მილიონი ამერიკული დოლარი; აშშ - 11.2 მილიონი დოლარი; საბერძნეთი - 11 მილიონი დოლარი; იტალია -10.1 მილიონი დოლარი; ისრაელი - 9.0 მილიონი დოლარი; თურქეთი - 8.6 მილიონი დოლარი.
2017 წლის აპრილში საქართველოდან საზღვარგარეთ 15.5 მილიონი ამერიკული დოლარი (37.6 მილიონი ლარი) გადაიგზავნა, მაშინ როცა გასული წლის აპრილში ეს მონაცემი - 16.3 მილიონი დოლარი (37.0 მილიონი ლარი) იყო.