ბერძნული ავიაკომპანია Aegean Airlines (ეგეოსის ავიახაზები), რომელიც საქართველოს საავიაციო ბაზარზე 2012 წლიდან ოპერირებს, ზაფხულის სანავიგაციო სეზონიდან ათენსა და თბილისს შორის რეგულარულ რეისებს ჩარტერულ საჰაერო მიმოსვლას ამატებს.
როგორც საქართველოს ეკონომიკის სამინისტროდან იუწყებიან, ავიაკომპანია მრავალჯერად ჩარტერულ ფრენებს ჰერაკლიონი-თბილისი-ჰერაკლიონის (კუნძული კრეტა) მიმართულებით შესრულდებს. ფრენები 14 ივნისიდან 13 სექტემბრის ჩათვლით, ხუთშაბათობით, Airbus A319/A320/A321 ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანიას ფრენის ნებართვა 15 მაისს მიენიჭა.
„ეგეოსის ავიახაზები“ მეორე ბერძნული ავიაკომპანიაა, რომელიც ზაფხულიდან ჰერაკლიონი-თბილისის მიმართულებით დაიწყებს ოპერირებას. ავიაკომპანია Ellinair რეგულარულ რეისებს 15 ივნისიდან 14 სექტემბრის ჩათვლით, კვირაში ერთხელ (ხუთშაბათი) შეასრულებს.