საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 183-ე კილომეტრზე არსებული კლდიდან ჩამოსული ზვავის შედეგად ავტოტრანსპორტისათვის მოძრაობა ცალხმრივად აღდგა.
ამჟამად მიმდინარეობს ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოები ავტოტრანსპორტის მოძრაობის ორმხრივ რეჟიმში აღსადგენად.
ჩამოსული ზვავის სავარაუდო მოცულობა 300-400 კუბური მეტრია, რამაც გამოიწვია გზის დაკეტვა.