ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთას უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთას საავტომობილო გზის კმ16-კმ33 საუღელტეხილო მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ.

როგორც დეპარტამენტში განმარტავენ, ოზურგეთი-შემოქმედი- ბჟუჟჰესი-გომისმთას უღელტეხილი, დიდთოვლობის გამო გვიან შემოდგომაზე იკეტება და გაზაფხულზე იხსნება.

”საავტომობილო გზების დეპარტამენტის შესაბამისმა სამსახურებმა, მეტეოროლოგიური პირობების გაუმჯობესებისთანავე დაიწყეს გზის გაწმენდითი სამუშაოები, რის შედეგადაც, ამ დროისთვის ოზურგეთი-შემოქმედი- ბჟუჟჰესი-გომისმთას უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია”, - აღნიშნავენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.