ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ანჰოის პროვინციას ეწვევა და ორმხრივ შეხვედრას ჩინეთის ვიცე-პრემიერთან ვანგ იანგთან გამართავს
, - ამის შესახებ ფინანსთა სამინისტრო იუწყება.
მათივე ინფორმაციით, დიმიტრი ქუმსიშვილს ექნება მაღალი დონის შეხვედრები ანჰოის პროვინციის ხელმძღვანელ პირებთან.
„პირველი ვიცე-პრემიერი, ანჰოის პროვინციის ქალაქ ჰეფეიში მონაწილეობას მიიღებს „ექსპო ცენტრალური ჩინეთი 2017“-ის ოფიციალურ გახსნაში და მოხსენებას გააკეთებს საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ. ანჰოის პროვინციაში ვიზიტისას, პირველი ვიცე-პრემიერი რამდენიმე მსხვილ საწარმოს ეწვევა“, - აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.