EBRD-ის ჯილდო, „2016 წლის ყველაზე აქტიური ბანკი ვაჭრობის ხელშეწყობის და ფინანსირების კუთხით საქართველოში“ მიიღო საქართველოს წამყვანმა ბანკმა, „საქართველოს ბანკმა“, - ამის შესახებ „საქართველოს ბანკიდან“ იუწყებიან.
მათი ცნობით, აღნიშნული ჯილდო „საქართველოს ბანკს“ EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრის და ბიზნეს ფორუმის ფარგლებში გადაეცა.
„EBRD-ის ვაჭრობის დაფინანსების პროგრამა (TFP) 1999 წელს დაიწყო. იგი ხელს უწყობს და შესაძლებლობას აძლევს ბანკებს, აქტიურად შესთავაზონ მსურველებს სავაჭრო ოპერაციების დაფინანსების მრავალფეროვანი პროდუქტების სპექტრი. ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის დახმარებით EBRD-მა დღემდე 18.500 ოპერაციას დაუჭირა მხარი აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, ოპერაციების თანხამ კი 12.8 მილიარდი ევრო შეადგინა“, - აღნიშნულია „საქართველოს ბანკის“ ინფორმაციაში.