„სილქნეტის“ გარდა, „რუსთავი 2“-ის, „იმედის“, „მაესტროს“ და „ჯი-დი-ესის“ სიგნალის მიწოდება შესაძლოა სხვა საკაბელო ოპერატორებმაც გააძვირონ

კომპანია „სილქნეტის“ გარდა, აბონენტებისთვის „რუსთავი 2“-ის, „იმედის“, „მაესტროს“ და „ჯი-დი-ესის“ სიგნალის მიწოდება შესაძლოა სხვა საკაბელო ოპერატორებმაც გააძვირონ.

შპს „მედია რაითს ჯორჯიასგან“ წერილი კომპანია „სილქნეტის“ გარდა, კიდევ რამდენიმე ათეულმა საკაბელო ოპერატორმა მიიღო, მათ შორის, შპს „7 არხმა“, BATUMI MEDIA GROUP-მა, ,Georgianairlink-მა, ,,GIG TV"-მა, შპს „აი თი დი სიმ“, შპს „აიამ“, „აიმუვის.ჯიმ“, შპს „აისი +“-მა, შპს „ალიანსი ტივიმ, შპს „ალიონმა“, შპს „ახალი ქსელებმა“, შპს „ახნეტმა“, შპს „ახტელიმ“, შპს „ბადაგმა“, შპს „ბრაო სატმა“, შპს „გეოტელემედიამ“, „გლობალ კონტაქტს კონსალტინგმა“, შპს „გოგაგგგ“-მ, შპს „გორდამ“, შპს „დაკამ“, შპს „დატაკომმა“, შპს „დევკამ“, შპს „დელტა ნეტმა“, შპს „დი ეს სიმ“, შპს „ინტერ თივიმ“, შპს „კავკასუს ონლაინმა“, შპს „მათიკომმა“, შპს „სუპერ ტვ“-მ, შპს „სტუდია ტვ“-მ, შპს „ომეგამ“ და ა.შ.

„გაცნობებთ, რომ შპს GMR (ქართული მედია უფლებები) უახლოეს მომავალში ქვემოთ ჩამოთვლილი ტელეარხებისგან მიიღებს ექსკლუზიურ უფლებას მოახდინოს მათ მიერ წარმოებული კონტენტის კომერციული დისტრიბუცია საკაბელო ტელევიზიებსა და ინტერნეტ სივრცეში. იმ შემთხვევაში თუ თქვენი ორგანიზაცია დაინტერესებულია ტელეარხების - „იმედი“, „რუსთავი 2“, „მაესტრო“, „ჯი დი ეს“, „კომედი არხი“, „მარაოს“ საკაბელო ტელევიზიებით ან/და ონლაინ ინტერნეტ საიტებით გავრცელებით, გთხოვთ, შესაბამისი უფლებების მოსაპოვებლად დროულად მოგვმართოთ არაუგვიანეს მიმდინარე წლის 20 მაისისა. წინააღმდეგ შემთხვევაში მიმდინარე წლის 1-ელი ივნისიდან შეგიწყდებათ ზემოთჩამოთვლილი ტელეარხების ტრანსლირირების ან/და მათი კონტენტის განთავსების უფლება“, - ნათქვამია შპს „მედია რაითს ჯორჯიას“ მიერ საკაბელოებისთვის გაგზავნილ წერილში.