ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის თამარ ბეჟანიშვილის გადაწყვეტილებით, შპს “ჰიგიენა 2009-ის” ყოფილ დირექტორს ირაკლი ცეცხლაძეს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
საგამოძიებო ორგანო ირაკლი ცეცხლაძეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2016 წელს 5 მილიონ 4188 ლარის მითვისებას ედავება.
ადვოკატის ინფორმაციით, ბრალდებული დანაშაულს აღიარებს. იგი რამდენიმე თვის განმავლობაში მიმალვაში იმყოფებოდა, სამართალდამცავებმა კი მიმდინარე წლის 6 მარტს ბელორუსში დააკავეს.
როგორც ცნობილია, აღნიშნული თანხა ქობულეთში ნაგავსაყრელის მოწყობისთვის იყო განკუთვნილი. შპს “ჰიგიენა 2009” აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაშია.