სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ერთი კვირის განმავლობაში 34 ბიზნესოპერატორი დააჯარიმა, 4 ბიზნესოპერატორს კი საწარმოო პროცესი და საქმიანობა შეუჩერა.
სურსათის ეროვნული სააგენტო გასული კვირის სახელმწიფო კონტროლის შედეგებს აქვეყნებს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ სურსათის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, სააგენტომ გასულ კვირას (8-14 მაისი) თბილისსა და საქართველოს რეგიონებში 109 ინსპექტირება ჩაატარა.
ზედამხედველობა განხორციელდა 9 ბიზნესოპერატორთან, დოკუმენტურად შემოწმდა 216, ლაბორატორიული კვლევისთვის აღებულია სურსათის 40 ნიმუში.
გამოვლენილი შეუსაბამობებისათვის დაჯარიმდა 34 ბიზნესოპერატორი. კრიტიკული შეუსაბამობების გამო საწარმოო პროცესი და საქმიანობა 4 ბიზნესოპერატორს შეუჩერდა. სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლი მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს. სურსათის ეროვნული სააგენტო შედეგებს საზოგადოებას პერიოდულად მიაწვდის“, - აცხადებენ სააგენტოში.