სისხლის სამართლის კანონმდებლობაში ზუსტდება, თუ რა შეიძლება ჩაითვალოს წვევამდელის მიერ სამხედრო სამსახურისათვის თავის არიდებად, რაც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას გამოიწვევს.
კერძოდ, პარლამენტს წარედგინა პროექტი, რომლის მიხედვით, წვევამდელის მიერ სამხედრო სამსახურისათვის თავის არიდება, მათ შორის ავადმყოფობის სიმულაციის, სხეულის თვითდაზიანებით, ყალბი დოკუმენტის გამოყენებით ან სხვაგვარად მოტყუებით, დაისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით სამ წლამდე.
პროექტის ავტორი და ინიციატორია თავდაცვისა და უშიროების კომიტეტის თავმდჯომარე ირაკლი სესიაშვილი. როგორც სესიაშვილმა ”ინტერპრესნიუსს” განუცხადა, სისხლის სამართლის კოდექსში გამორჩენილია და არ არის დაკონკრეტებული, თუ რას ნიშნავს სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდება.
”თუკი გამწვევი კომისია ჩათვლის, რომ შეიძლება ადგილი ჰქონდეს თავის არიდებას მოტყუებით, თვითდაზიანებით, სხვაგვარი სიმულაციის გზით, მას შეეძლება საქმე პროკურატურას გადასცეს”, - განუცხადა ”ინტერპრესნიუსს” ირაკლი სესიაშვილმა.
თავის მხრივ, აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივა ”გირჩის” მიერ რელიგიური ორგანიზაციის დარეგისტრირებას უკავშირდება, რომლის შექმნის მიზანს ახალგაზრდებისათვის სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევისგან თავის არიდებაში დახმარება წარმოადგენს.