თბილისის დიდ ნაწილს ელექტრომომარაგება შეუწყდა.
მოქალაქეების ინფორმაციით, ელექტროენერგიის მიწოდება შეზღუდულია დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში, მათ შორის: საბურთალოზე, მთაწმინდაზე, ნაძალადევში, გლდანში, ვაკეში, ვარკეთილში, ჩუღურეთში.
როგორც ”ინტერპრესნიუსს” სს ”თელასსა” და ”სახელმწიფო ელექტრო სისტემაში” განუცხადეს, ელექტრომომარაგების შეწყვეტის მიზეზებთან დაკავშირებით ინფორმაცია უახლოეს ხანში გახდება ცნობილი.