მეტროპოლიტენის საბურთალოს ხაზი მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება.
როგორც თბილისის სატრანსპორტო კომპანია იუწყება, თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზს 16:15 საათზე შეუწყდა ელექტროენერგიის მიწოდება სს „თელასისგან“, რის გამოც საბურთალოს ხაზი დროებით ვერ მოემსახურება მგზავრებს.
კომპანიის ინფორმაციით, ხაზზე მოძრავი ყველა მატარებელი მგზავრებისგან დაიცალა შესაბამის სადგურებზე. თბილისის მეტროს პირველი ხაზი (ვარკეთილი-ახმეტელის თეატრი) მუშაობას აგრძელებს ჩვეულ რეჟიმში.
თბილისის სატრანსპორტო კომპანია შეფერხებისთვის ბოდიშს იხდის.