„თელასი“ - აბონენტების უმრავლესობას ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგა

აბონენტების უმრავლესობას ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგა , - ამის შესახებ „თელასში“ განაცხადეს. კომპანიის ინფორმაციით, 16:11 საათზე გაითიშა ელექტროენერგია და 160 000 აბონენტი უშუქოდ დარჩა.

„თელასისთვის“ უცნობია ელექტროენერგიის გათიშვის მიზეზები.

„16:11 საათზე ჩვენს 10 მაღალი ძაბვის ქვესადგურს შეუწყდა ელექტროენერგიის მიწოდება. შუქის გარეშე დარჩა 160 000-მდე მომხმარებელი, თუმცა ამ დროისთვის უკვე, აბონენტების უმრავლესობას აღუდგა ელექტროენერგიის მიწოდება. გათიშვა „თელასისგან“ დამოუკიდებელი მიზეზებით მოხდა“, - განაცხადეს თელასში.