ამერიკული სარეკლამო სააგენტოებისა და მარკეტინგის წარმომადგენელთა თქმით, უახლოეს ექვს თვეში პრეროლის სარეკლამო ვიდეოები საკმაოდ დიდ ინვესტიციებს მოიზიდავს.
კომპანია Trusted Media Brands (TMB)-ის კვლევის მიხედვით, კვლევაში მონაწილე რეკლამისდამკვეთთა 58%-ის განცხადებით, რომლებიც ორიენტირებულნი არიან მობილურ რეკლამებზე, აღნიშნავენ, რომ აუცილებლად გამოიყენებენ პრეროლის ფორმატის რეკლამას.
რაც შეეხება სხვა პლატფორმებს, რესპოდენტთა მეოთხედზე მეტი ( 28%) ინვესტიციების ჩადებას ისევ live stream რეკლამებში არჩევს, ხოლო 27% - პირიქით.
გარდა ამისა, გამოკითხულთა 28% მხარს უჭერს მომხმარებელზე ორიენტირებულ ფორმატებს და მომავალი 6 თვის ინვესტიციების ჩადებას სწორედ აქ აპირებს. თუმცა, 45%-ს ეს პლატფორმა საეჭვოდ მიაჩნია, რისი მიზეზიც, ბოლო დროს Facebook-სა და YouTube-ის მიუღებელი კონტენტი იყო, რომლის დიდი ნაწილიც სწორედ სამომხმარებლო ფორმატს ეკუთვნოდა.
Pre-roll სარეკლამო რგოლები 5-დან 15 წამამდე სიგრძის ვიდეორგოლია, რომლებიც მომხმარებლის მიერ რაიმე სახის არჩეულ კონტენტამდე ჩნდება. როგორც წესი, რამდენიმე წამის შემდეგ, მისი შეჩერება და უშუალოდ კონტენტზე გადასვლაა შესაძლებელი.
აღნიშნული პლატფორმის პოპულარობა განაპირობა იმ ფაქტმა, რომ ძირითადი შთაბეჭდილებები ნანახი ვიდეოდან პირველ სამ წამში ფორმირდება.