ჟენევაში გამართულ აუქციონზე ბრილიანტის საყურეები რეკორდულად მაღალ ფასად - 57,4 მილონ აშშ დოლარად გაიყიდა.
საყურეების წყვილი მეტსახელად, აპოლო და არტემისი, ჯამში თითქმის 32 კარატია. აღსანიშნავია, რომ მათ სხვადასხვა ფერების ელვარება აქვთ - არტემისს ვარდისფერი, ხოლო აპოლოს ლურჯი. საყურეებს ფასიც განსხვავებული აქვთ - აპოლო, რომელიც სამხრეთ აფრიკის ქულინანის მაღაროშია მოპოვებული და წარმოადგენს უიშვიათეს ქვას, 42,1 მილიონი აშშ დოლარი, ხოლო არტემისი 15,3 მილიონი აშშ დოლარი ღირს.
საყურე ანონიმურმა მყიდველმა შეიძინა. მიუხედავად იმისა, რომ მსხლის ფორმის სამკაული აუქციონზე რეკორდულად მაღალ ფასად გაიყიდა, წინასწარი შეფასების მიხედვით, მათი ფასი, გაცილებით უფრო მაღალი, კერძოდ კი 70 მილიონი აშშ დოლარი უნდა ყოფილიყო.