ივნისის ბოლოსთვის ვფიქრობთ, რომ ლურჯი ავტობუსების ხაზზე გასვლა სრულად მოხდება , - ამის შესახებ Allnews.ge-ს ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში განუცხადეს. მათი ინფორმაციით, ახალი ავტობუსები შემდეგ ხაზებზე გამოჩნდება: 24, 33, 88, 140, 150, 21 და 14 ნომრებზე.
როგორც ცნობილია, ჩანაცვლებული ყვითელი ავტობუსები გარემონტდება და ექსპლუატაციაში ისევ შევა. თუმცა, ზოგიერთი მათგანი, შესაძლოა, საერთოდ ჩამოსაწერი გახდეს.
ახალი ავტობუსები აქამდე ექსპლუატაციაში იმიტომ ვერ შედიოდა, რომ მათი საერთო ავტობაზა არ არსებობდა, მაისის ბოლოს კი დიდ დიღომში ავტობაზის მშენებლობა დასრულდება.
"ავტობაზა 377 ავტობუსზეა გათვლილი და უზრუნველყოფს ავტობუსების მომსახურების სრულ ციკლს, იქნება ეს საწვავით გამართვა, გარეცხვა, ტექნიკური მომსახურება, რემონტი და ა.შ," - განმარტავს ის.
ამჟამად დედაქალაქში დაახლოებით 520 ავტობუსი გადაადგილდება, ყველა ლურჯი ავტობუსის ხაზზე გასვლის შემდეგ კი თბილისში სულ 604 ავტობუსი იმოძრავებს, შესაბამისად, ტრანსპორტის საქალაქო სამსახურს იმედი აქვს, რომ ავტობუსები ყოველდღიურად გაცილებით მეტი მგზავრის მომსახურებას შეძლებენ.
წყარო ALLNEWS