ქუთაისში სასტუმრო Hualing Hotel Kutaisi გაიხსნა

„ჰუალინგ ჯგუფმა“ ქუთაისში სასტუმრო Hualing Hotel Kutaisi გახსნა. ამის შესახებ ინფორმაციას, „ჰუალინგ ჯგუფი“ ავრცელებს.

სასტუმროში 40 სხვადასხვა ტიპის ნომერი და 200 კაციანი საბანკეტო დარბაზია განთავსებული. ასევე ფუნქციონირებს ტურისტული სააგენტო. ამასთან, სასტუმროს ტერიტორიაზე გახსნილია ჩინური ენის კურსებიც, რაც ნებისმიერ მსურველს საშუალებას აძლევს, დაეუფლოს ჩინურ ენას.

სასტუმრო Hualing Hotel Kutaisi სრულ მზადყოფნაშია იმისთვის, რომ აქტიურად შემოვიდეს ტურისტულ ბაზარზე და თამამი კონკურენცია გაუწიოს სხვა სასტუმროებს, რომლებიც იმერეთის მასშტაბით ფუნქციონირებენ.

სასტუმროს გახსნის ცერემონიაში, რომელიც 17 მაისს გაიმართა, იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, ქალაქ ქუთაისის მერი შოთა მურღულია, გუბერნატორის ადმინისტრაციისა და ქუთაისის მერიის სხვა წარმომადგენლები და ჰუალინგ ჯგუფის ხელმძღვანელობა მონაწილეობდნენ.