მშენებლობის რამდენი ნებართვა გაიცემა თბილისში ყოველწლიურად - ბოლო 4 წლის მონაცემები

თბილისის მოსახლეობა, ექსპერტები, გარემოსდამცველები მუდმივად საუბრობენ იმაზე, რომ დედაქალაქში ყოველწლიურად უფრო და უფრო მეტი შენობა შენდება და ძირითადად, მწვანე საფარის ხარჯზე.

საქართველოში მშენებლობის ნებართვის გაცემას არეგულირებს საქართველოს კანონი "ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ" და მის საფუძველზე მოქმედი საქართველოს მთავრობის დადგენილება "მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ".

დედაქალაქში ნებისმიერი სახის მშენებლობის განსახორცილებლად სპეციალური ნებართის აღება თბილისის მერიის არქიტექტორის სამსახურშია შესაძლებელი. AMBEBI.GE დაინტერესდა, რა რაოდენობით და რა სახის მშენებლობაზე გაიცემა ნებართვა თბილისში. მერიიდან ჩვენ 2014-2017 წლის მონაცემები გამოვითხოვეთ. მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურიდან გამოთხოვილი ინფორმაციის შესაბამისად, ნებართვების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება.

მშენებლობის ნებართვების რაოდენობა 2014-2017 წლებში ასე გამოიყურება:

2014 წელს 4865 ნებართვაა გაცემული, აქედან ფიზიკურ პირზე - 4306, იურიდიულ პირზე - 559

2015 წელი: სულ გაცემულია - 5126 ნებართვა, აქედან ფიზიკურ პირზე - 4510, იურიდიულზე - 616

2016 წელს სულ გაცემულია 6142 ნებართვა, ფიზიკურ პირზე - 5491; იურიდიულ პირზე - 751

2017 წლის რამდენიმე თვეში სამსახურმა 1298 ნებართვა გასცა, აქედან ფიზიკურ პირზე - 1140, იურიდიულზე - 158

აღნიშნულ სტატისტიკაში შედის სხვადასხვა სახის ნებართვა, როგორიცაა: ნებართვა ახალ მშენებლობაზე, დემონტაჟი, რეკონსტრუქცია, შეთანხმებული პროექტის ცვლილება, ნებართვის გაგრძელება და ძეგლზე ჩასატარებელი სამუშაოები.

არქიტექტურის სამსახური ნებართვებს გასცემს შემდეგი ტიპის მშენებლობებზე: საცხოვრებელ ობიექტებზე, სავაჭრო დაწესებულებებზე, სპორტულ კომპლექსებზე, სამეცნიერო და საგანმანათლებლო დაწესებულებებზე, სამედიცინო ობიექტებზე, საინჟინრო ნაგებობზე და კომუნალურ ობიექტებზე, კულტურისა და დასვენების ობიექტებზე, ასევე კვების დაწესებულებებზე და ა.შ. იხილეთ გაგრძელება