ქართლის ქარის ელექტროსადგური 2016 წლის განახლებადი ენერგიის პროექტების საუკეთესო გარიგებად დასახელდა

ქართლის ქარის ელექტროსადგური EMEA Finance-ს მიერ 2016 წლის განახლებადი ენერგიის პროექტების საუკეთესო გარიგებად დასახელდა.

EMEA Finance (Europe, Middle East and Africa Finance) არის საერთაშორისო დონის ფინანსური ჟურნალი, რომელიც ყოველწლიურად იკვლევს და ასახელებს საუკეთესო გარიგებებს ევროპის, შუა აღმოსავლეთის და აფრიკის ქვეყნებში, ფინანსურ ინსტიტუტებს, მიმწოდებლებსა და შემსყიდველებს შორის ურთიერთობებს.

„მოხარულები ვართ, გამომავლინოთ ყოველწლიური პრემიის Project Finance Awards-ის გამარჯვებული პროექტები, ფინანსური ინსტიტუტები და საკონსულტაციო ფირმები. წარდგენილი კანდიდატები, მათ შორის ბანკები და მათი კლიენტები რეგიონის კაპიტალის ბაზრების ინოვატორებს წარმოადგენენ. ვულოცავთ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის წლევანდელ გამარჯვებულებს. ეს რეგიონი წარმოადგენს შესანიშნავ მაგალითს, თუ როგორ უნდა ხდებოდეს პროექტების განვითარება ყველა ინდუსტრიაში“, - ნათქვამია EMEA Finance-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე, სადაც ქართლის ქარის სადგური აღნიშნულია, როგორც განახლებადი ენერგიის პროექტების საუკეთესო გარიგება