თბილისის მერის, დავით ნარმანიას განცხადებით, მრავალსართულიანი პარკირების მშენებლობასთან დაკავშირებით ინტერესთა გამოხატვაზე კონკურსი უახლოეს პერიოდში გამოცხადდება.
როგორც დავით ნარმანიამ განაცხადა, მერიაში სამუშაო შეხვედრა ჩატარდა, რომელზეც შესაბამის კრიტერიუმებზე იმსჯელეს.
”გუშინ გვქონდა სამუშაო შეხვედრა, სადაც ვიმსჯელეთ იმ კრიტერიუმებზე, რომელზე დაყრდნობითაც უახლოეს პერიოდში ინტერესთა გამოხატვა უნდა გამოცხადდეს. ადგილები შერჩეულია, შესაბამისი ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევაც მზად არის. ასე რომ, თბილისში ათ ადგილზე მრავალსართულიანი პარკირების მშენებლობასთან დაკავშირებით ინტერესთა გამოხატვა უახლოეს პერიოდში გამოცხადდება”, - განაცხადა ნარმანიამ.