ტურ-ოპერატორი „ქორალ თრეველი“ ახალ მიმართულებას გთავაზობთ. კერძოდ, 15 ინვისიდან კომპანია მომხმარებელს საბერძნეთში, კუნძულ კრეტაზე პირდაპირ რეისებს შესთავაზებს.
კომპანიის ცნობით, სრული პაკეტი მოიცავს - ავიაბილეთს, სასტუმროს თქვენ მიერ შერჩეული კვების ტიპით, ტრანსფერს და სამოგზაურო დაზღვევას.
თბილისი-ჰერაკლიონი (კუნძული კრეტა) - თბილისის მიმართულებით მრავალჯერად ჩარტერულ ფრენებს ავიაკომპანია ეგეოსის ავიახაზები (Aegean Airlines) შეასრულებს.
ფრენები 15 ივნისიდან 7 სექტემბრის ჩათვლით, კვირაში 1 სიხშირით (ხუთშაბათი), Airbus A320/A321 ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება.
ასევე ტრადიციულად გრძელდება ანტალიის პროგრამა 27 მაისიდან 23 სექტემბრამდე თურქეთის ავიახაზების (Turkish Airlines) Boeing-737-800 ჩარტერული რეისებით.