როგორ გამოიყურება თბილისის ახალი ზოოპარკი (+ფოტო, ვიდეო)

თბილისის ზოოლოგიური პარკის ახალ ტერიტორიაზე პირველი ვოლიერი გაიხსნა.

როგორც თბილისის ზოოპარკის დირექტორმა ზურაბ გურიელიძემ განაცხადა ზოოპარკის ახალ ტერიტორიაზე ვოლიერი ირმებისა და ნიამორებისთვისაც გაკეთდება.

მისი თქმით, თბილისის ზოოპარკს ამჟამად ოთხი ირემი და ხუთი ნიამორი ჰყავს, მოლაპარაკება მიმდინარეობს სხვა ზოოპარკებთან, რათა მათგან შეიძინონ კავკასიური ირმები და ნიამორები.

მისივე თქმით, ირმებისა და ნიამორებისთვის ვოლიერის მშენებლობა ივნისის თვეში დასრულდება, რის შემდეგადაც ამ სახეობებსაც თბილისის ზოოპარკის ძველი ტერიტორიიდან ახალ ზოოპარკში გადაიყვანენ. ახალი ვოლიერის მშენებლობა გერმანიის მთავრობის მიერ ამ მიზნით გამოყოფილი თანხის ფარგლებში ხორციელდება.

იხილეთ ფოტოგალერეა