1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4086 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4086 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.4086 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4115 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0029 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.6810 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.6789 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0021 ლარი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ხვალიდან შევა ძალაში.