კახეთსა და სამეგრელოში ევროსტანდარტების შესაბამისი რეგიონული ნაგავსაყრელები მოეწყობა. პროექტს გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი ახორციელებს, რომელიც საქართველოს მთავრობას ნარჩენების მართვის სიტუაციის გაუმჯობესებაში ეხმარება.
ამ მიზნით მომზადდა ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევები პროექტისათვის „მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვა“ კახეთსა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით.
როგორც კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, აღნიშნული პროექტის განხორციელების შემდეგ რეგიონში არსებული ყველა სხვა ნაგავსაყრელი დაიხურება და კახეთი კიდევ უფრო სუფთა მხარე გახდება. პროექტის სრული მასშტაბით ამოქმედება 2019 წლისთვის არის დაგეგმილი.