ლაშა თორდია - ფარცხალაძისთვის მიწების გადაცემის საქმეში არის დანაშაულის ნიშნები

ჩვენ ვნახეთ, რომ ოთარ ფარცხალაძეს დაუკმაყოფილეს ყველაფერი, თუმცა სხვა შემთხვევაში ვხედავთ, რომ მსგავსი რამ არ ხდება მერიის მხრიდან, - ამის შესახებ ჟურნალისტებს გენერალურმა აუდიტორმა ლაშა თორდიამ განუცხადა.

მისი თქმით, მიწის გადაცემასთან დაკავშირებით არის გადაწყვეტილებები, რომლებიც მიმართული იყო კონკრეტულად ოთარ ფარცხალაძის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.

"ამ დასკვნაში არის დანაშაულის ნიშნები. არის გადაწყვეტილებები, რომლებიც მიმართული იყო კონკრეტულად ოთარ ფარცხალაძის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. ამაზე შემდგომი რეაგირება უნდა მოახდინოს პროკურატურამ. ჩვენ ვერ დავკითხავთ კერძო პირებს, დაკითხვის პროცესში გამოვლინდება, ვინ რა და რის გამო გააკეთა მიწების გადაცემის პროცესში. ჩვენ ვნახეთ, რომ მას დაუკმაყოფილეს ყველაფერი, თუმცა სხვა შემთხვევაში ვხედავთ, რომ მსგავსი რამ არ ხდება მერიის მხრიდან", - განაცხადა ფარცხალაძემ.