„აეროსმიტის“ კონცერტზე ჩასულ მგზავრებს „ბლექსი არენასთან“ მდებარე ახალი სარკინიგზო სადგური მოემსახურება. ამის შესახებ საქართველოს რკინიგზის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი დაჩი ცაგურია „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს.
მისი ცნობით, ახალი მაღალბაქნიანი სარკინიგზო სადგური საკონცერტო დარბაზთან თითქმის 300-400 მეტრში აშენდა. პროექტი ფონდმა „ქართუმ“ დააფინანსა.
„აეროსმიტის კონცერტზე ჩასულ მგზავრებს მატარებლიდან პირდაპირ საკონცერტო დარბაზში შეეძლებათ მისვლა. მგზავრებს ორსართულიანი შტადლერის მატარებელი მოემსახურებათ,“-წერს ცაგურია.
ამერიკული როკ-ჯგუფი Aerosmith საქართველოში, „ბლექსი არენაზე“ კონცერტს 20 მაისს გამართავს.