ივნისის ბოლოს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, უბისას მონასტერთან კულტურული მემკვიდრეობის ზონების კეთილმოწყობა სრულდება.
როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო იუწყება, ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს მსოფლიო ბანკი 2 მილიონი ლარით აფინანსებს. პროექტის ფარგლებში აშენდა საინფორმაციო შენობა-ნაგებობა, კაფე, სამზარეულო და სველი წერტილი.
შესრულებული სამუშაოების ხარისხს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ზურაბ ალავიძე გაეცნო.
სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის შედეგად, მოწესრიგდება ტურისტული ინფრასტრუქტურა, რაც იმერეთის რეგიონში ტურიზმის განვითარებისთვის ხელსაყრელ პირობებს შექმნის.