ძლიერი წვიმისა და უამინდობის გამო, დედაქალაქის ქუჩებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეფერხებულია. მოძრაობა შეზღუდულია აღმაშენებლის ხეივანში, გლდანის, მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროზე, ვარაზის ხევში, გმირთა მოედანზე, კოსტავას ქუჩაზე, პეკინის ქუჩაზე, სააკაძის მოედანსა და ჟვანიას მოედანზე, შეზღუდვა დაფიქსირდა მარშალ გელოვანის ქუჩაზეც.
უამინდობას პრობლემები არ შეუქმნია თბილისის საერთაშორისო აეროპორტისთვის. როგორც აეროპორტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, ფრენები ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს. ასევე, ჩვეულ რეჟიმში მუშაობას საგანგებო სიტუაციების სამსახური.
გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის ინფორმაციით, აღმოსავლეთ საქართველოში წვიმა სამი დღე შენარჩუნდება. მათივე ინფორმაციით, ხვალ საქართველოს მასშტაბით ქარიც გაძლიერდება.