„აეროსმიტის“ კონცერტზე დასასწრებად მიმავალი მგზავრების თხოვნით, საქართველოს რკინიგზა კონცერტის დასრულების შემდეგ, თბილისში დასაბრუნებლად კიდევ ერთ დამატებით რეისს ნიშნავს, - ამის შესახებ საქართველოს რკინიგზიდან იუწყებიან.
მათივე ცნობით, მატარებელი „ბლექსი არენასთან“ მდებარე ახალი სარკინიგზო ბაქნიდან 01:50 საათზე გამოვა და თბილისში 06:30 საათზე ჩავა. ბილეთები იყიდება როგორც ცენტრალური სადგურის სალაროებში, ასევე ელექტრონულად და სწრაფი გადახდის აპარატებით. საქართველოს რკინიგზა მგზავრებს მოუწოდებს იჩქარონ, რადგან ბილეთების რაოდენობა შეზღუდულია.