ადგილი, სადაც თბილისში ყველაზე მეტი ავარია ხდება

საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტი შალვა ოგბაიძე "ფეისბუქის" პირად  გვერდზე დედაქალაქის იმ ადგილის (შავი წერტილი) შესახებ წერს, სადაც ყველაზე მეტი ავარია ხდება.

"ბიზნესპრესნიუსი" ოგბაიძის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

"ფბ-სივრცეში სამსჯელოდ გამომაქვს ჩვენი დედაქალაქის კონკრეტული ადგილი, სადაც ყველაზე მეტი ავარიები ხდება. თუ დააკვირდებით, შოსაბრუნამდე მცხეთიდან მომავალ ნაკადს (სხვათაშორის ყველაზე ჩქაროსნულს) მარცხენა მხრიდან უვიწროვდება მაღალი ბორდიურებით შემოსაზღვრული სამოძრაო ზოლი და ბოლოს სულ ქრება(!). წარმოიშვება ,,ძაბრი". როგორ გადაწყვეტას შემოგვთავაზებდით?" - წერს ოგბაიძე.