გერმანელმა კანონმდებლებმა დეპორტაციის პროცედურებთან დაკავშირებით რამდენიმე კანონი მიიღეს. ახალი კანონმდებლობის მიხედვით, გერმანიის შესაბამის უწყებებს ექნებათ უფლება, უფრო სწრაფად განახორციელონ იმ მიგრანტების დეპორტაცია, რომლებიც თავშესაფარზე უარს მიიღებენ. ამასთან, მიგრანტებს, რომლებიც მიჩნეული იქნებიან ქვეყნისთვის საფრთხედ, ქვეყნიდან გაძევებამდე სპეციალური ელექტრონული სამაჯურით გააკონტროლებენ.
თავშესაფრის იმ მაძიებლებს კი, რომლებიც გერმანიაში შესვლას ყალბი დოკუმენტებით შეეცდებიან, გადაადგილების თავისუფლება შეეზღუდებათ. იგივე შეზღუდვა გავრცელდება იმ მიგრანტებზეც, რომლებსაც გერმანიაში დარჩენის უფლებას არ მისცემენ, თუმცა, ქვეყნის დატოვებაზე უარს განაცხადებენ.
ბუნდესტაგში აცხადებენ, რომ ახალი კანონმდებლობა დეპორტაციის წესების აღსრულების პროცესს გააუმჯობესებს. უფლებადამცველებს კი მიაჩნიათ, რომ მკაცრი საიმიგრაციო კანონმდებლობა უხეშად არღვევს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებას - ეძიოს თავშესაფარი და მოიპოვოს მფარველობა.
წყარო ALLNEWS.GE