2017 წლის იანვარ-აპრილში კომერციული ბანკების წმინდა მოგება გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 114,896 მილიონი ლარით გაიზარდა.
მიმდინარე წლის პირველ ოთხ თვეში კომერციული ბანკების წმინდა მოგება 295,356 მილიონი ლარი იყო. 2016 წლის იანვარ-აპრილში კი 180,460 მილიონი ლარი.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2017 წლის იანვარ-აპრილში ბანკების შემოსავლებმა - 1,472,415 მილიარდი ლარი, ხარჯებმა კი - 1,146,836 მილიარდი ლარი შეადგინა.