ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში, სამვარსკვლავიანი სასტუმრო "ჰუალინგი" გაიხსნა. სასტუმროს გახსნას ჩინელ მეპატრონეებთან ერთად ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
ქუთაისი მერის შოთა მურღულიას განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ქალაქში მოხდება კიდევ უფრო მეტი ტურისტის შემოსვლა.
"მისასალმებელი ფაქტია, რომ სასტუმრო გაიხსნა. ეს მიანიშნებს იმას, რომ ქალაქში ტურისტების ვიზიტი იზრდება. ამასთან, რამდენიმე სასტუმრო უკვე გაიხსნა და რამდენიმე მალე გაიხსნება. ეს უკავშირდება რეისებს, რომლებიც სრულდება ქუთაისის აეროპორტიდან. სასტუმროს კონცეფციაა - "რამდენიმე დღე ქუთაისში", რის ფარგლებშიც ქუთაისში აზიელი ტურისტების მოზიდვა მოხდება", - განაცხადა შოთა მურღულიამ.
სასტუმროს მფლობელი ჩინური კომპანია „ჰუალინგ ჯგუფია".