ტრამპი საუდის არაბეთიდან ფულის „ამოტუმბვას“ ცდილობს

ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი საუდის არაბეთიდან მილიონების „ამოტუმბვას“ ცდილობს.

ირანის ისლამური სახელმწიფოს საგარეო საქმთა მინსიტრის, მოჰამედ ჯავად ზაჰირის აზრით, ტრამპის ვიზიტი საუდის არაბეთში სწორედ ამას ემსახურება. ამის შესახებ მან საკუთარ „ტვირეტრის“ გვერდზე დაწერა.

„ირანი ამერიკის არჩევნებიდან მალევე მოექცა ტრამპის შეტევის მიზანში. საგარეო პოლიტიკა - თუ საუდის არაბეთიდან 480 მილიარდის ამოტუმბვა?!“ - წერს ზარიფი.

საკუთარი მოსაზრების გასამყარებლად მან პოსტს ამონარიდიც დაურთო ტრამპის გამოსვლიდან, სადაც ამერიკის პრეზიდენტი საუდის არაბეთის მეფეს მადლობას უხდის ამერიკაში განხორციელებული ინვესტიციების გამო. ორი დღის წინ აშშ-მა და საუდის არაბეთმა სამხედრო იარაღით ვაჭრობასთან დაკავშირებით 110 მილიარდი აშშ დოლარის ხელშეკრულება გააფორმეს. გარიგებას ხელი ერ-რიადში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა დონალდ ტრამპმა და საუდის არაბეთის მეფემ, სალმან ბენ აბდელ აზიზ ალ საუდიმ მოაწერეს.

კოკა კვირკველია