არაბები ივანკა ტრამპის ფონდში 100 მილიონ დოლარს გადარიცხავენ

ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ქალიშვილმა და მრჩეველმა, ივანკა ტრამპმა განაცხადა, რომ საუდის არაბეთი და გაერთიანებული არაბეთის საემიროები, მის საქველმოქმედო ფონდში რომელიც მეწარმე და მცირე ბიზნესის მქონე ქალებზეა ორიენტირებული, 100 მილიონ დოლარს გადარიცხავენ.

ივანკა ტრამპის განცხადებით, როგორც თეთრი სახლის ადმინისტრაციის ლიდერი ქალი, ის დიდ ყურადღებას უთმობს, რომ ქალთა შესაძლებლობებს მეტი გასაქანი ჰქონდეს, როგორც ამერიკაში ასევე მთელ მსოფლიოში - იუწყება Washington Post-ი.

ამერიკული პრესის ცნობით, მეწარმე ქალების დახმარების ფონდი ამ ეტაპზე ფორმირების სტადიაზეა და ის მიმართული იქნება ახლო აღმოსავლეთში მცხოვრები ქალებისკენ, რათა მათთვის მეტად ხელმისაწვდომი გახდეს ფინანსური რესურსები და ბაზრები. ფონდი ასევე გეგმავს ტექნიკური დახმარების გაწევას იმ ქალი მეწარმეებისთვის, რომელთა ქვეყნები მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრები არიან.

კოკა კვირკველია