რა ღირს სწავლა საქართველოს პრესტიჟულ უმაღლეს სასწავლებლებში

კერძო უმაღლესი საგანმანათლებლო ინსტიტუტების დაფუძნების შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს პარლამენტმა 1991 წელს მიიღო. სწორედ ამ პერიოდიდან დაიწყო არასახელმწიფო უნივერსიტეტების დაფუძნება, ბევრი მათგანი კი დღეს ქვეყანაში ყველაზე პრესტიჟულადაც ითვლება.

შესაბამისად, მსგავს უმაღლეს სასწავლებლებს სწავლის საკმაოდ მაღალი საფასური აქვთ დაწესებული. Allnews.ge დაინტერესდა, რომელი უნივერსიტეტები მიიჩნევა ყველაზე პრესტიჟულად საქართველოში და რას სთავაზობს მსგასი სასწავლებლები სტუდენტებს.

გთავაზობთ მათ ჩამონათვალს საფასურის მიხედვით:

საავიაციო უნივერსიტეტი - 2005 წელს საავიაციო სასწავლო-სამეცნიერო ინსტუტი "საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს გამოეყო და მას შემდეგ დამოუკიდებლად ფუნქციონირებს. უნივერსიტეტს რამდენიმე საბაკალავრო პროგრამა აქვს და სტუდენტებს პრაქტიკული სწავლების საშუალებასაც აძლევს, რადგან მომავალ პილოტთა და ავიასპეციალისტთა პრაქტიკული მომზადების მიზნით, მის მფლობელობაშია ქალაქ თელავში მდებარე ინსფრასტრუქტურითა და ტექნიკით აღჭურვილი აეროპორტი.

უნივერსიტეტში საფრენოსნო ფაკულტეტზე სწავლის წლიური ღირებულება ბაკალავრიატზე 8 750 ლარია.

თავისუფალი უნივერსიტეტი - ეს სასწავლებელი კახა ბენდუქიძემ დააარსა. "თავისუფალი უნივერსიტეტის" მისია სტუდენტებისთვის თავისუფალ აზროვნებაზე დაფუძნებული ღირებულებების ჩამოყალიბებაა, რათა მათ ორიენტირება და ადაპტირება ნებისმიერ გარემოში შეძლონ.

ისევე როგორც სხვა უნივერსიტეტები, "თავისფალი უნივერსიტეტიც" რამდენიმე პროგრამას გვთავაზობს: ბიზნესის სკოლა (ESM) - სწავლის საფასური 7 950 ლარი წელიწადში, საერთაშორისო ურთიერთობებზე (აზიისა და აფრიკის ინსტიტუტი), სამართლის სკოლაში, კომპიუტერული მეცნიერებებისა და მათემატიკის სკოლასა და სხვა ფაკულტეტებზე სწავლის გადასახადი კი 6 950 ლარია.

აგრარული უნივერსიტეტი - ისევე როგორც "თავისუფალი უნივერსიტეტი," "აგრარული უნივერსიტეტიც" კახა ბენდუქიძემ ყოფილი სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე დააფუძნა. როგორც მისი დასახელებიდანაც ჩანს, უნივერსიტეტის ფაკულტეტებზე სტუდენტები განათლებას აგროსფეროში იღებენ. სწავლის საფასური კი აგრარულ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტებზე 3 050 ლარი, ხოლო ბიზნესის ადმინისტირებასა და თავისუფალი მეცნიერებების პროგრამაზე - 3 450 ლარია.

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი - 1992 წელს დაარსების შემდეგ ეს სასწავლებელი სტუდენტებს ყოველ წელს სხვადასხვა პროგრამასა და ფაკულტეტზე იღებს ის ერთ-ერთ პრესტიჟულ უმაღლეს სასწავლებლად მიიჩნევა, სწავლის გადასახადიც შესაბამისია. კერძოდ, ყველაზე მაღალი ფასი ქართულ-ბრიტანულ-უნგრულ ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამას აქვს და 7 600 ლარი ღირს. ასევე, სამართლის ფაკულტეტზე 4 700 ლარს, ქართულ-გერმანულ ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამაზე - 4 500 ლარს, ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე - 3 500 ლარს, ხოლო სტომატოლოგიასა და ფინანსების მიმართულებაზე 3 200 ლარს გადაიხდით.

საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA) - ის 1994 წელს დაარსდა და სტუდენტებს როგორც ბაკალავრიატის, ისე მაგისტრატურის პროგრამებს სთავაზობს. საგანმანათლებლო პროგრამებისა და ტრენინგ კურსების გარდა "საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი" ასევე ინგლისურენოვან სტუდენტურ რადიოს მართავს.

GIPA-ში ყველაზე მაღალი ფასი ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამაზეა, რომელიც წელიწადში 7 000 ლარი ღირს. შემდეგ მოდის აუდიო-ვიზუალური და მედია ხელოვნების საბაკალავრო პროგრამა, რომელთა ღირებულებაც 5 400 ლარს შეადგენს.

კავკასიის უნივერსიტეტი - მისი ისტორია 1998 წლიდან იწყება და ბიზნესის, სამართლის, მედიის, ტექნოლოგიების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა და სხვა პროგრამებისგან შედგება.

სწავლის საფასური ბიზნესის ადმინისტრირებაზე ჩაბარების შემთხვევაში 7 500 ლარია, სამართალზე, არქიტექტურაზე, საზოგადოებასთან ურთიერთობაზე, საჯარო მმართველობაზე, პოლიტიკის მეცნიერებასა და აჯანდაცვის მენეჯმენტზე კი 5 300 ლარი. უნივერსიტეტს ასევე 2 250 ლარის ღირებულების პროგრამებიც აქვს, მაგალითად, ინფორმატიკა, ისტორია, ფსიქოლოგია, სოციოლოგია და ა.შ. იხილეთ გაგრძელება